2 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ, ინფორმაციას სომხეთის მთავრობის ვებ-გვერდი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
მთავრობაში კარენ კარაპეტიანის და გიორგი კვირიკაშვილის პირადი შეხვედრა გაიმართება, რასაც მოყვება გაფართოებულ ფორმატში დელეგაციების შეხვედრა. მოლაპარაკებების დასასრულს, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები შეხვედრის შედეგებს შეჯამებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა წიწერნაბაბრდის მემორიალურ კომპლექსს და პატივს მიაგებს სომეხების გენოციდის მსხვერპლებს.
კვირიკაშვილი ასევე ესტუმრება ერევანში მდებარე Tumo Creative Technologies Centre-ს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021