​საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა რუბენ სადოიანთან, სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. მხარეები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკას და აღნიშნეს, რომ ამაზე მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებიც მეტყველებს.

მხარეებმა განიხილეს, სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტზე საქართველოში, რომელიც 25-26 დეკემბერს შედგება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

გიორგი კვირიკაშვილმა რუბენ სადოიანს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

 

Leave a Reply