
Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვვით 23 თებერვალს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერი კარენ კარაპეტიანი. ვიზიტის ფარგლებში კარენ კარაპეტიანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
შეხვედრისას განხილული იქნება ქართულ-სომხური თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაოპეტიანი 24 თებერვალს ეწვევა თბილისში მოქმედ ორ სომხურ ეკლესიასა და შეხვდება საქართველოს სომეხთა სათვიტომოს წარმომადგენლებს.