2019 წლის 21-23 იანვარს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული ინსტიტუციური ჩარჩოს შესახებ გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მუშაობის სპეციფიკას. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განვითარების და მათი იმპლემენტაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე გამახვილდა.
სომეხმა კოლეგებმა დეტალურად შეისწავლეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მუშაობასთან დაკავშირებული ასპექტები. დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფო უწყებების კოორდინირების და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის შესახებ.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის და მათი განხორციელების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს. ასევე, სომეხმა კოლეგებმა შეისწავლეს იუსტიციის სახლის მუშაობის წარმატებული პრაქტიკა
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, გაეროს სააგენტოების და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებთან. სომხეთის დელეგაციის ვიზიტი 23 იანვარს, გაეროს უმაღლესი კომისარიატის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრით დასრულდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021