Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სომხეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის მიზანია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის გეგმის შესწავლა და შეფასება.
საქართველოს კულტურის მინისტრის ვიზიტი სომხეთში 20 სექტემბერს დაიწყო და ორი დღე გასტანს.
გიორგაძეს თან ახლავს მისი მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.
დაგეგმილია საქართველოს კულტურის მინისტრის შეხვედრა სომეხ კოლეგა არმენ ამირიანთან. შეხვედრაზე მხარეები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
საქართველოს კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ერევანში ქართული მხარის ვიზიტი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა და დღესასწაულთან დაკავშირებით დელეგაცია სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს დაესწრება.
ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს, დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის კათოლიკოს პატრიარქ გრეგინ II-თან.