Latest posts by Aliq Media (see all)
6 მარტს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფაციო ცენტრში ტურისტული ორგანიზაციბის წარმომადგენელთათვის შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა:
„ფართო მასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში გვინდა ტურისტულ კომპანიებს მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია. დღეს ჩვენ 80-მდე ტურისტული ორგანიზაციის წარმომადგენელს შევხვდით. გვინდა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც გულისხმობს 200 ორგანიზაციის ინფორმირებას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გოგა ტაბატაძის სიტყვების „ჩვენი მიზანია ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად მოვამზადოთ უვიზო რეჟიმისთვის. ეთნიკური უამცირესობებით დასახლებულ პუნქტებში ამ პროცესის განხორციელება ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის უფრო მიმზიდველი იქნება საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება და საქართველოს მოქალაქეებისთვის მიცემულ უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობა“.