Latest posts by Aliq Media (see all)
ერევანში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღინიშნა.
25 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძებების ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ოთხმეზურმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა, სახელწოდებით „საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიანი გზა“.
25 მაისს, ერევანში სასტუმრო მარიოტში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება.
საპატიო სტუმარი გახლდათ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი. მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართველი დიზაინერის მანანა ზარიძის ხელნაკეთი ნამუშევრები, ხოლო ქართულმა ფოლკლორულმა კვარტეტმა „მრავალჟამიერმა“ შეასრულა ქართული სიმღერები.
26 მაისს 19.00 საათზე, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ქართული ფოლკლორული კვარტეტის “მრავალჟამიერის” კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა შემსრულებლებმაც.