Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოდან სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი შეჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ „გაზპრომ არმენიას“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ოფიციალურად აცნობა „გაზპრომ არმენიას“, რომ ჩრდილოეთ კავკასიის გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 24-დან 26 სექტემბრამდე სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი შეჩერებულია. სომხეთის მოსახლეობა ბუნებრივი აირის შიდა რეზერვების ხარჯზე დაუბრკოლებლად მიიღებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთი ბუნებრივ აირს მხოლოდ რუსეთისგან ყიდულობს. მის განაწილებას სომხეთში „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია „გაზპრომ არმენია“ ახორციელებს.