ერევანში დედაქალაქის მერის ტარონ მარგარიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქტივისტთა ჯგუფმა მერიის ყველა შესასვლელი 24 ივნისის ღამეს დაბლოკა და ამ დრომდე შენობასთან არიან შეკრებილები.
მერიასთან შეკრებილი დემონსტრანტები შენობაში მერიის თანამშრომლებს არ უშვებენ და ერევნის მერის, ტარონ მარგარიანის გადადგომას ითხოვენ.
„მერიის შენობაში არავინ უნდა შევიდეს. ეს კორუფციისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაა. ეს აქცია იმ ხალხის წინააღმდეგაა, რომლებიც ზღაპრულად მდიდარია უბრალო ხალხის ხარჯზე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
საპროტესტო აქციები FACT TV-ის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც ნათლად ჩანს, მერის მიერ მითვისებული ქონება მის თანამდებობის უმოკლეს ვადაში – გამოძიება 2017 წლის 1 ნოემბერს დაიწყო და 2018 წელს 21 თებერვალს დასრულდა.
ტარონ მარგარიანის ოჯახსა და ახლობლებს რამდენიმე ფეშენებელური სახლი აქვთ საკუთრებაში, ასევე ფლობენ გადამზიდავ კომპანიებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021