საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს 9 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში პოლიტიკური პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით მილოცვის წერილი გაუგზავნა.
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით წერილში ეწერა:
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ნიკოლ, საფრანგეთის და პირადად ჩემი სახელით 9 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში თქვენი პოლიტიკური პარტიის გამარჯვებას გილოცავთ. არჩევნებმა დემოკრატიისა და კანონის უზენასეობისადმი სომეხი ხალხის ერთგულება გამოაჩინა. უფლებამოსილებების შესრულების საქმეში გულწრფელად წარმატებებს გისურვებთ. საფრანგეთი სომხეთს რეფორმების განხორციელებაში მხარს დაუჭერს. რეფორმებიც განხორციელების საშუალებით კი თქვენ ქვეყნის ეკონომიკისა და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება გსურთ. დარწმუნებული იყავით, რომ საფრანგეთი, როგორც ეუთოს მინისკის ჯგუფის თანასაპრეზიდენტო ქვეყანა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს დააკვირდება”.