საფრანგეთი აზერბაიჯანს არ აწვდის იარაღს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას არცახში. ამის შესახებ, 12 ივლისიის პრესკონფერენციის დროს, სომხეთში საფრანგეთის ელჩმა ჟონათან ლაკოტმა განაცხადა.
AzeriDefence portal- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზმა საფრანგეთის კომპანიებს ემბარგო გააუქმა აზერბაიჯანისთვის სამხედრო პროდუქციის გაყიდვის მიზნით.
ეს ფაქტი, ინფორმაციის გავრცელების თანავე, უარყო საფრანგეთის საელჩომ. ელჩმა პრესკონფერეციაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ამ გარემოებას ხაზი. “ჩვენთვის ესაა შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ჩვენი პოზიცია. საფრანგეთი პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მიღებულ ვალდებულებებს. საფრანგეთი აზერბაიჯანს არც იარაღს და არც საბრძოლო მასალებს არ აწვდის, რომელიც შეიძლება მთიანი ყარაბაღის კომფლიქტში გამოიყენონ “, – ამბობს ჟონათან ლაკოტი.
ჟონათანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცახის ხალხისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი, მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. მან ასევე დასძინა, რომ პარიზი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების თემასთან დაკავშირებით თავისი ვალდებულებებისა და პრინციპების ერთგულია.