ახალქალაქის N1 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შედარებით მშვიდია, თუმცა ხდება მცირე ინცინდენტებიც.
“ალიქ მედიასთან” საუბრისას საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა და “დავით თარხან მურავი – ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატობის კანდიდატმა სამველ პეტროსიანმა აღნიშნა, რომ მცირე დარღვევების მიუხედავად, ეს ახალქალაქში არჩევნების შედეგებზე არ იმოქმედებს.
“არის საარჩევნო უბნები, სადაც მოტანილი იყო უკვე გამოყენებული ბეჭდები, თუ სად გამოიყენეს ვერ ვიტყვი. არის საარჩევნო უბნები, სადაც დამკვირვებლებს არ უშვებენ და მხოლოდ შესაბამისი ზომების მიღების შემდეგ გახდა ეს შესაძლებელი. რამდენიმე საარჩევნო უბანზე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიშევიდნენ და თუ რა უნდოდათ არ შემიძლია ვთქვა. ჩვენმა ბიჭებმა დროზე შენიშნეს და ხელი შეუშალეს”, – თქვა პეტროსიანმა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა “ქართული ოცნებასა” და “პატრიოტთა ალიანსს” შორის კონსენსუსი, პეტროსიანმა განაცხადა, რომ ორივესთვის პრიორიტეტია სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა.
“ჩვენი პროექტები განსხვავდება იმით, რომ როგორც სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, ჩვენ ასევე გვინდა, რომ გადავწყვიტოთ ჩვენი ხალხის წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებიც”, – აღნიშნა პეტროსიანმა.
ჯავახეთში მცხოვრები სომეხი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ვაჰაგნ ჩახალიანი, “გაერთიანებული ჯავახეთის” ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ასევე მიიჩნევს, რომ არჩევნები შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია თავი შევიკავოთ მეგობრული კონფლიქტებისგან, მაგრამ ოპტიმიზმით ვარ, ცივილიზებულ არჩევნებისკენ წლიდან-წლამდე მივდივართ”, – განაცხადა ჩახალიანმა “ალიქ მედიასთან” საუბარში და დასძინა, რომ მან აირჩია სტაბილურობა, მშვიდობა, საქართველოს პროგრესი, რეგიონი ძალადობისა და დევნის გარეშე.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021