სამსახურის ძებნისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი “სქესის” შესაბამისობა არჩეულ სამუშაოსთან… ნაცნობი სიტუაციაა, არა? …
ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია შრომის გენდერული ნიშნით დაყოფა. თურმე, სამუშაოც კი განპირობებულია სქესით და ძალიან ხშირად ამის “მსხვერპლი” ხდებიან ქალები, თუმცა ზოგჯერ კაცებიც.
ძალიან ხშირად გვესმის, რომ ქალი პოლიტიკაში სუსტია და ეს მკვეთრად მამაკაცური სფეროა. უფრო მეტიც, პოლიტიკოს მამაკაცს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ქალს. კანონით ყველას თანაბარი უფლება აქვს, მაგრამ სტერეოტიპებით სავსე საზოგადოება ყოველთვის უფრო მაღლა დგას ვიდრე კანონი.
ქალი მასწავლებლად უნდა მუშაობდეს თან ნახევარ განაკვეთზე, რომ შეძლოს სახლის საქმეების – ” ანუ თავისი მოვალეობების” შესრულებაც, ან შესაძლოა ტანსაცმლის და საკონდიტრო მაღაზიაში მუშაობაც. სამწუხაროდ ამგვარი სტერეოტიპებით არის აღსავსე საზოგადოება. ამასთან, არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც ხდებიან ამ გენდერული სტიგმების „მსხვერპლნი“.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ბაზრები, მაღაზიები, რესტორნებიც კი არ მუშაობს და შესაბამისად ვაკანსიებზე წვდომა კიდევ უფრო მეტად გართულდა. საქართველოში, ეთნიკურად სომხებით დასახლებულ ერთ-ერთ რეგიონში კი მამაკაცმა გადაწვიტა საცხობში დაეწყო მუშაობა. ”ჩვენთან მხოლოდ ქალები ვართ დასაქმებულნი, თქვენ ვერ დაგიქირავებთ”, – განუცხადეს მამაკაცს, საცხობში.
ეს არის გენდერული უთანასწორობის ნათელი მაგალითი, საზოგადოების სტერეოტიპების გამოვლინება, რადგან სამუშაო კლასიფიცირდება სქესის მიხედვით -ქალისა და მამაკაცის საქმე. სტერეოტიპებით სავსე საზოგადოებაში კაცი პურს ან სხვა საკონდიტრო ნაწარმს ვერ გამოაცხობს, მისთვის არ შეიძლება მუშაობდეს იმ ადგილას, სადაც ძირითადად ქალები მუშაობენ.
აღნიშნული პრობლემა ორმხრივია. გამოდის, რომ მამაკაცების სამსახურში არ აყვანის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ იქ ქალები მუშაობენ. თუმცა კიდევ უფრო რთულდება საქმე,როდესაც ქალის დასაქმებას ეხება საკითხი. მუშაობის “უფლება” მათ თავისუფალ ნებაზე არ არის დამოკიდებული.. ვისგან უნდა მიიღო ნებართვა, რომ იმუშავო?…
ასეთი ორმხრივი უთანასწორობის აშკარა მაგალითია მასწავლებლად მუშაობა. ყველა სკოლაში მასწავლებელთა უმეტესობა ქალია. კაცები ძირითადად დირექტორის თანამდებობას იკავებენ ან ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. ამასთან, კვლევებმა აჩვენა, რომ ძალიან ცოტაა მამაკაცი მასწავლებელი და ისინი, როგორც წესი, სკოლაში მუშაობას იწყებენ მაშინ, როდესაც ალტერნატივა არ აქვთ.
გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის საფუძველი, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა სკოლაში, რომელიც შემდგომ უნივერსიტეტებში გრძელდება. თუმცა ბოლო პერიოდში სტერეოტიპების აღმოფხვრის მიმართულებით, პოზიტიური ტენდენციებიც შეიმჩნევა.
————————————————————
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ალიქ მედია” და “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021