Latest posts by Aliq Media (see all)
მიუხედავად ზამთრისა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ახალქალაქის მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის ჩაბარებისა და ექსპლუატაციის ვადები მრავალჯერ გადადების შემდეგ აღინიშნება 2017 წლის ბოლოს.
რკინიგზის ახალქალაქის მონაკვეთში აშენებულია ან შენების პროცესშია დაახლოებით 140 ობიექტი.
ამდენი წლის მშენებლობის შემდეგ ჯერაც არ დამთავრებულა ახალქალაქის სადგურის მშენებლობა, მშენებლობის სამუშაოები ბოლომდე არ არის მისული, ასევე, მატარებლების გაჩერებაზე, ასევე სხვა ობიექტები, არ არის დაყენებული ელექტრომომარაგების სისტემა, კომუნიკაციური და საკანალიზაციო სამუშაოები.
ამ მონაკვეთზე აზერბაიჯანული შ.პ.ს „დემირიოლსერვისი“ ატარებს მშენებლობას.. რკინიგზის მშენებლობის მთავარი მენეჯერის, ჯაფარ კარათაშას სიტყვით, ისინი მუშაობენ ამ მიმართულებით.
„ორი დღის შემდეგ დავამთავრებთ მიწისქეშა სამუშაოებს, ძირითადი სამუშაოები უკვე დამთავრებულია, დარჩენილია საკანალიზაციო, კომუნიკაციისა და გაზის გაყვანის სამუშაოები. ზამთრის განმავლობაში ამ ყველაფერს მოვრჩებით. ყველა ობიექტზე უკვე დამთავრებულია ბეტონის დაგების სამუშაოები. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს სადგურის შენობის შიგნითა ტერიტორიაზე, დამთავრებული არ არის მხოლოდ ობიექტი 9.1, სადაც მატარებლები გადავლენ ერთი ხაზიდან მეორეზე“, – ამბობს ჯაფარ კარატაში.
შეკითხვაზე თუ როდის დამთავრდება სამშენებლო პროცესი, მას უჭირს პასუხის გაცემა, თუმცა აღნიშნა, რომ 2017 წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, დაამთავრებენ, თუმცა წინასწარი პროგნოზირება არ შეუძლიათ.
მშენებლობის პროცესში ამჟამად ჩართულია 340 ადამიანი, მათგან 80% საქართველოს მოქალაქეა, jnews-მა ასევე გაარკვია, რომ ზოგიერთი მათგანი ახლოს მდებარე სოფლიდანაა.
საინფორმაციო სააგენტო jnews-მა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი სამუშაო ასევე თურქეთის მხრიდანაა შესასრულებელი.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო 2007 წელს და ითვალისწინებს 178 კილომეტრის სიგრძის იმ სარკინიგზო გზას მარაბდა-ახალქალაქის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე, ახალი სარკინიგზო ხაზის აშენებას ახალქალაქიდან ყარსამდე, რომლის საერთო სიგრძე 98 კილომეტრია.