სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოს განცხადება კუმურდოს ინციდენტზე

ახალქალაქის სოფელ კუმურდოში მომხდარმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სხვადასხვა შეფასებები გამოიწვიეს. ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებები გააკეთეს საქართველოს სახელმწიფო და რელიგიურმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც აღნიშნული ფაქტის შეფასებასთან ერთად, ასევე განცხადეს, რომ სოფელი კუმურდოს შუასაუკუნეების ეკლესია ქართულია. აღნიშნულ განცხადებას ხელი მოაწერა საქართველოს სომხურმა თემმა, რომლის წინამძღვარი , ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი კუმურდოში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო სიტუაციას.

სამცხე-ჯვახეთისა და ქვმო ქართლის სომხუი არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო ასევე გამოეხმაურა მოვლენებს და აღნიშნა, რომ “საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ქართული მხარის პოზიცია, და ამას დამატებითი კომნტარი არ სჭირდებოდა. სამაგიოეროდ, სრულიად გაუგებარი იყო განცხადების ქვეშ  საქართველოს სომხური თემის ხელმოწერა, რადგან ბოლო დღეებში შექმნილი პრობლემა ეხებოდა არა მხოლოდ ეკლესიის ეთნიკურ კუთვნილებას, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან თავიანთი წინაპრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარის დადგმას.

საბჭო არ ეთანხმება ასევე მიმართვაში აღნიშნულ ეკელსიის ეთნიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებულ პუნქტს და მიიჩნევს, რომ ის საუკუნეების განმავლობაში გამოყენებული იყო სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი კუმურდოს მოსახლეობის მიერ, რის მიხედვითაც, ტაძრის ბედის გადაწყვეტის საკითხში თავიანთი მონაწილეობა ასევ უნდა ჰქონდეთ ამ ძეგლის და საკუთარი წინაპრების საფლავების უცხოელი დამპყრობლებისგან დამცველ კუმურდოელებს.

ასევე, საბჭო გმობს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებულ მოქმედებებს. საბჭო გმობს ყველა ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ახალი შეტაკებების წახალისებასა და სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ. საბჭოსთვის მიუღებელია ამ მიწაზე პოლიტიკური ან წინასაარჩევნო ნებისმიერი მანიპულაცია.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო  გმობს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხის სამართლიან მოთხოვნებს. საბჭო მოუწოდებს საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარეს  შესაძლებლობა მისცეს მოსახლეობას გონივრულ ვადებში დაიგეგმოს და განხორციელდეს საკუთარი წინაპრების ხსოვნის პატივსაცემი ნაბიჯები” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭომ გაავრცელა.

aniarc.am

Leave a Reply