სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის ბავშვები სომხეთში ისვენებენ

ამ დღებში სომხეთის ჰანქავანის ბანაკში „არაგაწ“ ახალქალაქიდან, ახალციხიდან, წალკიდან, ნინოწმინდიდან და დამალადან ჩამოსული 100 ბავშვი ისვენებს.

ბავშვებს ახლავს სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოსული ჯგუფის რამდენიმე ხელმძღვანელი, ასევე ახალქალაქისა და ახლომდებარე სოფლების სასულიერო წინამძღვარი, მამა ტათევ მარუქიანი. ბავშვები ბანაკში 20 დღეს გაატარებენ.

„უკვე მეოთხე წელია, სომხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სამინისტრო სამცხე-ჯავახეთისა და წალკის სასულიერო თემებთან თანამშრომლობს და ჩართულები ვართ საზაფხულო ბანაკის პროექტში. ბავშვები ისვენებენ გიუმრიდან, ერევნიდან და სომხეთის სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ თანატოლებთან ერთად “– ამბობს მამა ტათევ მარუქიანი.

დღეები საინტერესოდ გადის, სხვადასხვა ღონისძიებებს ვაწყობთ. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია სომხური მთების სილამაზე“-ამბობს ბანაკის ერთ-ერთი სტუმარი.

nor.ge

Leave a Reply