Latest posts by Aliq Media (see all)
„აზერბაიჯანის მხრიდან სომეხი ხალხის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების პირველსავე დღეს გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით იმ ჯარისკაცებს რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავენ საზღვარს“ აცხადებს საქართველოში სომხური თემის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი artsakhpress.am-თან საუბარში.
„ამჯერად ჩამოსულები ვართ სხვა გეგმით. ჯარისკაცებისთვის ჩამოვიტანეთ ის ნივთები, რომლის საჭიროებაც მათ აქვთ, ხოლო ჯავახეთის წალკის რაიონის სომხური სოფლების მოსწავლეებმა 6 644 აშშ დოლარის ოდენობით თანხა შეაგროვეს და გადარიცხეს მთიანი ყარაბაღის მთავრობის მიერ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
ვფიქრობ, ბავშვების მიერ გაღებული თანხა სომეხ ხალხში აღფრთოვანებას გამოიწვევს“.
ლევონ ჩიდილიანის თქმით, დახმარება გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.