Latest posts by Aliq Media (see all)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მათ შორის აწყურშიც, დილიდან თოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მათ ინფორმაცია არ მიუღიათ.
ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ლიპყინულის გამო ავტომობილი სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. ექიმმა ვასილ ბალახაშვილმა “იმედს” განუცხადა, რომ დაზარალებულთაგან ერთი პაციენტი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. სხვა დაზარალებულების მდგომარეობა კი სტაბილურია.
როგორც იუწყება “ნეთგაზეთი”, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამცხე-ჯავახეთში საავტომობილო გებზე შეზღუდვები დააწესა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მთლიან და მაღალმთიან რაიონებში ყინვა მოიმატებს. 3 დეკემბრის, დღის პირველ ნახევარში, უმეტეს რაიონში ნალექი არ იქნება, მაგრამ დღის მეორე ნახევრიდან კვლავ უმეტეს რაიონშია ნალექი მოსალოდნელია.