სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელიც უარყოფს ინფორმაციას 23-24 აპრილს მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობისა და დაშინების შესახებ.
დღეს სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა:
„ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალციხის რაიონის სოფელ აბათხევში, ადგილი ჰქონდა ქართველებსა და სომხებს შორის, კონკრეტულად – ეთნიკურ ნიადაგზე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყობას. ინფორმაცია, რომ ახალციხის რაიონული პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ ხალხზე სამართალმდაცველებმა ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით, განახორციელეს ზაწოლა, არ შეესაბამება სიმართლეს“.
შეგახსენებთ, რომ 23-24 აპრილს ახალციხის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სცემეს ეროვნებით სომეხი ახალგაზრდები და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლი ხალხი.
3 მაისს ახალციხეში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა.
„ახალციხის სომხური საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის კოორდინატორის თქმით, ახალგაზრდების მოლოდინი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის მიმართ დიდი არ იყო“. წერია საინფორმაციო სააგენტო jnews.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
ფოტო: jnews.ge