ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვევის გენერალური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2018 წლის 11-12 ივნისს ჩატარებული ოპერატიულ-სადაზვერვო ღონისძიებების შედეგად, სომხეთის სამხედრო შეიარაღებული ძალების ცალკეულ შენაერთებში თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი მითვისების შემთხვევები გამოვლინდა.
ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების შედეგად გაირკვა, რომ რამდენიმე სამხედრო ნაწილში 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე მეთაურებმა დიდი რაოდენობით საწვავი მიითვისეს, გაყიდეს და აღებული თანხა გაინაწილეს.