Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის ეროვნულ საბჭოში სამხედრო სამსახურის და ჯარისკაცის სტატუსის შესახებ სომხეთის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტი წარადგინეს.
პროექტის ავტორი, ეროვნული საბჭოს სომხეთის რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი მიჰრან პოღოსიანია.
“სომხეთის 18 წელშესრულებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სკოლა არ აქვთ დამთავრებული, უფლება აქვთ, რომ ჯარში სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდნენ. მაშინ, როდესაც არ არის გათვალისწინებებული უცხოეთში სასწავლებლად მყოფი სომხეთის მოქალაქეების გაწვევის სააკითხი,” – აღნიშნულია განცხადებაში.
“ჩემი აზრით, გამოვტოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ის ეხება ახალგაზრდებს, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, რადგან მათი გაწვევის საკითხი მოუგვარებელია. კანონმდებლობაში შესწორებას ვთავაზობ იმ სტუდენტების გაწვევის საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ” – , განაცხადა პოღოსიანმა.