17 იანვარს სომხეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა. დღის წესრიგის საკითხების განხილვის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ფორმირების პროცესზე ისაუბრა.
” თქვენ იცით, რომ მთავრობა ჩამოყალიბების პროცესშია და პარალელურად, ჩვენ მთავრობის სტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებსაც განვიხილავთ. კანონის თანახმად, მთავრობა ფორმირებულად ითვლება, როდესაც მისი შემადგენლობის 2/3 წარმოდგენილია. ჩვენ ამ გზით წავალთ, მთავრობის წევრების 2/3 დაინიშნება, 1/3 არ იქნება წარადგენილი მანამ, სანამ ჩვენ ბოლომდე არ განვმარტავთ მთავრობის შემადგენლობისა და სტრუქტურის საკითხებს. ერთი რამ ცხადია : სამინისტროების რაოდენობა შემცირდება და ეს პროცესი უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ , მოქნილად და პროგნოზირებადი გზით” , – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.