Latest posts by Aliq Media (see all)
60 წლის არარატელი მზარეულის, ვარდან ჰაიკაზიჩის განსაკუთრებული კერძები ბევრს გაუსინჯავს. მთელი რიგი პროფესიების მოსინჯვის შემდეგ, 1996 წლიდან ის მზარეულია და თავიდან ახალციხეში, 2002 წლიდან კი ახალქალაქში მუშაობს.
დაახლოებით ერთი წელია, ყოველ დილას, ვარდან ჰაიკაზიჩი თავის მეუღლესთან – რიტასთან ერთად, თეთრი ძველი „ვოლგით“რესტორან „Grand Mur“-ისკენ მიიჩქარის, სადაც ის შეფ მზარეულად მუშაობს.
სხვადასხვა ერების ნაციონალურ კერძებთან ერთად ბატონი ვარდანი ხშირად ამზადებს კილიკიისა და ვასპურაკანის ძველ კერძებს.
შეფ მზარეულის სიტყვებით, ყველაზე მოთხოვნადი კერძი სომხური მწვადი და ქაბაბია.
ვარდან ჰაიკაზიჩი მწვადის საქმეს არავის ანდობს. ყველაფერს თვითონ აკეთებს, ცეცხლსაც კი თვითონ ანთებს.
სამზარეულოს საქმეს დიდი დრო სჭირდება. მეუღლეები რესტორანში გვიან ღამემდე რჩებიან.
დასვენების დროს კი ჰაიკაზიჩი ეზოში, ჭადრის ქვეშ ზის ხოლმე. თავისი ხელით პატარა ქვის მაგიდა და სკამი გააკეთა. აქ მას ყავის დალევა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების შემოქმედების ყურება უყვარს.