
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით მიულოცა. მისალოცში წერია:
“გულით ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას. მას წარმატებებს, ხოლო ჩვენს მეგობარ სომეხ ხალხს კეთილდღეობას ვუსურვებ”
შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანს მისალოცი ასევე გაუგზავნა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.