Latest posts by Aliq Media (see all)
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გამოქვეყნდა მაჟორიტარული და პროპორციული სიით დეპუტატობის კანდიდატების სრული სია. ახალქალაქში პარტიებმა და კოალიციებმა, ძირითადად, ახალი კანდიდატები წარადგინეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას სამი კოალიცია და ოთხი პარტია მიიღებს.
“ბაქრაძე – უგულავა – ევროპული საქართველო” (№2) კოალიციამ, ახალქალაქის რაიონის პროპორციული სიით საკრებულოს კანდიდატობისთვის 34 კადიდატი წარადგინა, რომელთა შორის 10 ქალია. მერობის კანდიდატთა სიაში პირველი ნომერი ჰარუთიუნ ალექსანიანია. მეორე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი არსენ კარაპეტიანი, მესამე მხითარ ისრაელიანი. პარტიას სიაში ასევე, ბევრი ახალი სახე ჰყავს, რომლებსაც პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონია. კოალიციას სხვადასხვა რაიონში მაჟორიტარული სისტემით დეპუტატობის 22 კანდიდატი ჰყავს წარდგენილი. ამ კანდიდატებიდან 5 ქალია.
ახალქალაქში პარტიამ წარადგინა ორი კანდიდატი ჰარუთიუნ ავეტისიანი და არსენ კარაპეტიანი.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო (№3) კოალიციამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 20 კანდიდატი წარადგინა, მათგან 7 ქალია. სიაში პირველი აშოტ რაისიანია, მეორე ვარდან ჩოკანდარიანი, მესამე ნვერ მოვსსიანი. მათი უმრავლესობა, მანამდე პოლიტიკური აქტივობებით არ გამოირჩეოდა. კოალიციაში მაჟორიტარული სისტემით 13 კანდიდატია წარდგენილი, რომელთაგან ორი – კარლოს რაისიანი და ჟორა სუქიასიანი მერობისთვის იბრძოლებენ. პარტიას მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ქალი არ ჰყავს წარდგენილი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (№5) კოალიციამ პროპორციული სიით 16 კანდიდატი წარადგინა, რომელთაგან 6 ქალია. სიაში პირველი ზურაბ ოზგებიშვვილია, მეორე – რამაზ ქერეჯაშვილი, მესამე დიანა ვარდანოვა. ახალქალაქის რაიონში კოალიციას მაჟორიტარი კანდიდატი არ ჰყავს.