Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტთან არსებულ საკონსტიტუციო კომიტეტს წარუდგენს მოსახლეობის შემოთავაზებებს და მოსაზრებებს.
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია:
„ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოსახლეობა უნდა იყოს აქტიურად ჩართული საქართველოს ძირითადი კანონის, კონსტიტუციის ცვლილებათა განხილვებში, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს შევქმნათ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დემოკრატიული პრინციპებით. ზუსტად ამის გამო სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოს ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიიღებს თქვენს წინადადებებს, განიხილავს მათ და გადაგზავნის საკონსტიტუციო კომიტეტში. აღსანიშნავია, რომ ორი საკითხი უკვე გადაგზავნილია, რომლებიც დაკავშირებულია ორმაგ მოქალაქეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობის კვოტებთან“.
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო-ქართლის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოს კოორდინატორის, არტაკ გაბრიელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად იყოს ჩართული ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილების მომზადების პროცესში.