სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს არტურ ვანეციანს შეხვდა.
მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და არტურ ვანეციანმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს. საუბარი შეეხო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021