Latest posts by Aliq Media (see all)
რუსეთის სახელმწიფო დუმამ 14 დეკემბერს სომხეთთანგაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
შეთანხმებას 2015 წლის 23 დეკემბერს ხელი მოაწერა, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუმ და სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სეირან ოჰანიანმა.
შეთანხმების თანახმად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რეგიონული გაერთიანებული სისტემის შექმნა იგეგმება, როგორც დსთ-ის წევრ სახელმწიფოთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სისტემის შემადგენელი ნაწილი-ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით დოკუმენტში.