Latest posts by Aliq Media (see all)
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია „იმედის“ ოფისში ადგილობრივ ქალებს ფსიქოლოგი და ექიმი შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა „ოჯახური ძალადობა და მისი შედეგები“ იყო.
პროექტის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შედეგიანი მეთოდის სწავლება იყო. ასევე, ოჯახური ძალადობისგან დაზარალებული ქალებისა და ბავშვების უშუალო დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანიზაცია „იმედის“ ოფისში ფსიქოლოგი, ექიმი, იურისტი, სოციოლოგი და ფინანსისტი მუშაობს.
nor.ge