7 მაისიდან „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ დაიწყო პროექტი „ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა ყველა ენაზე“. პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია COVID 19-
ის შესახებ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის
გაზრდა და პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მშობლიურ ენაზე
ხელმისაწვდომობა. პანდემიის ფონზე გამოიკვეთა ეთნიკური უმცირესობებების
შემაფერხებელი ბარიერები ვირუსის წინააღდეგ ბრძოლაში. პრობლემურია ერთი მხრივ
ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე ინფორმაციასთან წვდომა, ხოლო მეორე მხრივ
მნიშნელოვან დაბრკოლებად რჩება ფართო მასებში გავრცელებული დეზინფორმაციები
ონლაინ სივრცეში. საქართველოში COVID-19 ვირუსის გავრცელების რისკების
პრევენციისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კი მეტად
მნიშნელოვანია ინფორმაციის გავრცელება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში თითოეული რეგიონის ეთნიკური უმცირესობისთვის
შეიქმნა ყველასთვის ხელმისაწვდომი 5 Facebook გვერდი- (აზერბაიჯანული, სომხური,
ოსური, აფხაზური, რუსული). აღნიშნულ ონლაინ პლათფორმაზე ყოველდღიურ რეჟიმში
ვრცელდება ინფორმაცია კოვიდ 19-ის გარშემო ყოველდღიური სიახლეების, მთავრობის
გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესახებ. ასევე ინფორმაციის მიწოდება
ხდება ვიზუალური მასალის-ინფოგრაფიკების სახით,რაც უზრუნველყოფს ეფექტიან
ინტერაქციას აღნიშნული Facebook გვერდების მიმდევრებთან. აღნიშნული პროექტის
ფარგლებში ბენეფიციარებისთვის იგეგმება ე.წ. ქვიზების შექმნა,რომლის მეშვეობითაც
ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენლები ეფექტურად შეძლებენ COVID 19
პანდემიასთან დაკავშირებული ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან
გამიჯვნას. რეგიონებში შერჩეული ინფლუენსერები კი მხარს უჭერენ ონლაინ
აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ადგილობრივ თემსა და მედიაში.
პროექტი ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით სამოქალაქო
მოძრაობა “შენმოქმედის” გრანტის ფარგლებში.„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“
მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები,
შესაძლოა არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021