Latest posts by Aliq Media (see all)
რიგით მეორე ყოველწლიური ფესტივალი „საიათ ნოვა“ 16 ივნისს თბილისში მდებარე ყველაზე კოლორიტულ სომხურ ეკლესიაში, სურბ გევორგში გაიმართება.
„სპეციალურად ფესტივალისთვის ჩვენ 8 ადამიანისგან შემდგარი მუსიკალური ანსამბლი შევქმენით. ანსამბლის წევრები არიან სომეხი და ქართველი მომღერლები. კოლექტივი კონცერტს 16 ივნისს თბილისში გამართავს. შემდეგ ფესტივალი ერევანში გაგრძელდება, სადაც 18 ივნისს ოფიციალური დახურვის ცერემონია შედგება“ – პრეს კონფერენციაზე განაცხადა ფესტივალის დირექტორმა და დამფუძნებელმა, ჰასმიკ მოვსისიანმა , წერს სააგენტო armeniasputnik.am.
მისი სიტყვებით საიათნოვა ქართულ – სომხური მეგობრობისა და რეგიონის ერების თავისებური გამაერთიანებელი ხიდის სიმბოლო არის. ფესტივალით ასევე დაინტერესდნენ მუსიკოსები მეზობელი თურქეთიდან და ირანიდან, ასე რომ არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ მომავალში გავაფართოვოთ ფესტივალის გეოგრაფია – ფიქრობენ ორგანიზატორები.
თავის მხრიავ , სომხეთში საქართველოს ელჩის მრჩევლის, ნინო აფციაურის აზრით, ფესტივალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ-სომხური ურთიერთობების გაფართოების საქმეში.
„ჩვენ ამ რეგიონში გვერდი-გვერდ ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. ამის გამო ჩვენ ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენს წინაპრებს მკაფიოდ ესმოდათ ერთობლიობის იდეა“– armeniasputnik-თან საუბარში აღნიშნა აფციაურმა და ხაზი გაუსვა, რომ ღონისძიება საშულებას მოგვცემს ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ.
საქართველოსა და სომხეთის კულტურის სამინისტროების მიერ დამუშავებული თანამშრომლობის პროგრამის მიზანი, კულტურული დიპლომატიის განვითარებაა. სომხეთში საქართველოს საელჩომ ორგანიზება გაუწია მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელიც საქართველო-
სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნებოდა. ივნისში ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის დღეების ჩატარება იგეგმება.