საქართველო ექს-პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მოგვიანებით უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და გააძევეს, თავის ფეისბუქის გვერდზე სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერ ლიდერთან, პრემიერ-მინისტრობის ერთადერთ კანდიდატთან, ნიკოლ ფაშინიანთან მისი კავშირი სიცრუეა.
“ზოგიერთი იდიოტი სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში ნიკოლ ფაშინიანს ჩემთან კავშირების არსებობაში ადანაშაულებს. მე ფაშინიანს არ ვიცნობ, თუმცა მინდა ამ დეპუტატებს ვუპასუხო, რომ თქვენი პრობლემა გაქვთ არა საერთაშორისო შეთქმულებასთან, არამედ საკუთარ ხალხთან, რომელიც დაიღალა თქვენგან ძარცვითა და ცინიზმით. სომხეთი იქნება წარმატებული და თავისუფალი კორუპციის გარეშე” , – განაცხადა სააკაშვილმა.