საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუბენ სადოიანთან. 

ლაშა დარსალიამ ელჩს სამინისტროს საქმიანობის ის სფეროები წარუდგინა, რომელებიც მის პასუხისმგებლობაში შედის და სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავენ ურთიერთობებს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან.

ელჩმა რუბენ სადოიანმა, თავის მხრივ, მინისტრის მოადგილეს გააცნო “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ სომხეთში მიმდინარე ცვლილებები.

მხარეებმა განიხილეს სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობების თემა და მათი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორმხრივი სამთავრობათაშორისო კომისიის მომავალი შეხვედრის საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ორმხრივ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ მხარეები გააგრძელებენ პარტნიორულ ურთიერთობებსა და კეთილმეზობლურ თანამშრომლობას.