Latest posts by Aliq Media (see all)
ქალაქ ბათუმში 1-2 ივლისს საერთაშორისო ტურნირი კარატე W.K. F. ჩატარდა.
საერთაშორისო ტურნირში 12 ქვეყანაზე მეტი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრების წევრებს შორის 8 სპორტსმენი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს წარმოადგენდა.
მძიმე ორთაბრძოლაში არტიომ ჯაღაცპანიანმა მესამე ადგილი დაიკავა 16-17 ასაკბრივ ჯგუფში, გოგოებში კი კიმა ნორსოიანმა აიღო მესამე ადგილი და მიიღო ორი მედალი ორ კატეგორიაში: 10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში კატუში და 12-13 წლის ჯგუფში კუმიტეში.
კარატე W.K.F. ჩემპიონატს, რომელიც ქალაქ ბათუმში მიმდინარეობდა, ორგანიზება გაუწია საქართველოს კარატეს ფედერაციამ და საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა. როგორც კარატეს მწვრთნელი მაქსიმ არზუმანიანი აცხადებს, ის თავის სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის ამზადებს და იმედი აქვს, რომ მათგან ერთ-ერთი ტოკიოს ოლიმპიურ თმაშბზე მოხვდება.