Latest posts by Aliq Media (see all)
ინგლისური პრემიერ ლიგის მე-15 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა 1-0 ანგარიშით დაამარცხა ტოტენჰემი. ამ თამაშში ერთადერთი გოლის ავტორი გახდა სომხეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო თავდამსხმელი და Manchester Unaited-ის ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი. ზუსტად ამ გოლის შემდეგ საერთაშორისო პრესამ მის შესახებ მრავალი სტატიის წერა დაიწყო.
წარმოგიდგენთ რამოდენიმეს.
ბრიტანული Daily Mail-ი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მხითარიანი გახდა პირველი სომეხი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში.
„ჰენრიხ მხითარიანი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სომეხი ფეხბურთელია, რომელსაც უთამაშია პრემიერ ლიგაში, ამიტომ ლოგიკურია, რომ ზუსტად ის გახდა თავისი ქვეყნის წარმომადგენელი, პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში“ – წერს სააგენტო.
Daily Star-ი კი წერს – „მხითარინმა შესანიშნავი თამაში გვაჩვენა „იუნაითედის“ თითქმის ყველა წარმატებულ თავდასხმაში მონაწილეობით და ბრწყინვალე გოლის ავტორი გახდა. თამაშზე დამსწრე კლიჩკოც კი შთაბეჭდილების ქვეშ უნდა იყოს მსგავსი ნოკაუტისგან“.
„ჰენრიხ მხითარიანი ბრწყინვალედ თამაშობს, ჟოზე მოურინიო პირველ დიდ გამარჯვებას აღნიშნავს“. – წერს Indipendent–ი.
„ეტყობა თამაშის შედგენისას რაღაც გრძნობა ჰქონდათ, როდესაც მხითარიანის სურათს პროგრამის გარეკანზე დებდნენ. აქამდე მხითარიანს მხოლოდ ორჯერ უთამაშია ძირითად შემადგენლობაში. მას შეუძლია დაადანაშულოს მწვრთნელი, რომ მან უბრალოდ კარგად არ იცის, თუ რა უნარები აქვს მას, მაგრამ მხითარიანმა ნება დართო, რომ ფეხბურთს ყველაფერი თავის ადგილზე დაეყენებინა“. – აღნიშნავს გავლენიანი გამომცემლობა Indipendent–ი.
დანარჩენ სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულით-ლინკებზე გადასვლით: