საბერძნეთის დელეგაციის ვიზიტი სომხეთში

29 მარტს, სამდღიანი ვიზიტით საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი პანაიოტის კამმენოსის დელეგაცია სომხეთში იმყოფება.

საბერძნეთის დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, ხოლო მოგვიანებით შედგა დელეგაციების შეხვედრა ფართო ფორმატში.  29 მარტს, დელეგაცია “არმჰაითექ-2018” გამოფენას დაესწრო.

ვიზიტის განმავლობაში კამმენოსის დელეგაცია შეხვდება სომხეთის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს.

ეჩმიაწინში მას სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ ბ უმასპინძლებს. დღეს კამენოსი “იერაბლურის” სამხედრო პანთეონში პატივს მიაგებს. კამმენოსი პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს “იერაბლურის” პანთეონს ეწვევა.

Leave a Reply