Latest posts by Aliq Media (see all)
სოფელ კუმურდოს მე-40 ოლქის 69-ე საარჩევნო უბანზე 550 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, ამათგან 12 საათის მონაცემებით უბანზე ხმა 88 ადამიანმა მისცა.
უბანთან დიდი რაოდენობით ავტომანქანაა მობილიზებული. ერთ-ერთი დამკვირვებლის თქმით, ადგილზე დაძაბული სიტუაცია შეინიშნებოდა, თუმცა ვერაფერს დააკონკრეტებს.
კომისიის თავმჯდომარის, გენდრიკ გალოიანის თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სოფელში პოლიციის თანამშრომლები პატრულირებენ.
სოფელ კუმურდოს მაჟორიტარობის კანდიდატმა აშოტ საარიანმა კი თავის სიტყვაში ახსენა, რომ ხმა დემოკრატიული საქართველოსა და 41 ნომრის სასრგებლოდ მისცა.