საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უკვე დაადასტურა ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ამომრჩევლის 38.16%-მა დააფიქსირა. სულ, მილიონ 337 ათას 284-მა ადამიანმა. ამომრჩევლები აქტიურობენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლების რაოდენობით, თბილისში მთაწმინდა ლიდერობს, სადაც ამომრჩევლის 39.2% ფიქსირდება.
41% ფიქსირდება ვაკეში. ცესკოს ინფორმაციით, მაღალი მაჩვენებელი აქვს საბურთალოს. გლდანში ამომრჩევლის 34.9% ფიქსირდება, ნაძალადევში კი 40.6%.
რაც შეეხება რეგიონებს, საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში.
საკმაოდ მაღალია ამომრჩევლის რაოდენობა გურჯაანში, სადაც 44 % დაფიქსირდა. დედოფლისწყაროში ფიქსირდება ამომრჩევლის რაოდენობის 41%, სიღნაღში კი 42%. 42 % ფიქსირდება ამ დროისთვის დმანისშიც.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021