სომხეთის კოტაიქის რაიონის სოფელ ძორაღბიურის საშუალო სკოლაში მდებარე 29/45 სააჩცევნო უბანზე თავისი არჩევანი გააკეთა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, შემდგომში კი პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა. ის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან რიტა სარგსიანთან ერთად მივიდა.
როგორც 2017 წელს, წელსაც ეროვნული ასამბლეის საარჩევნო მოწყობილობამ ვერ ამოიცნო სერჟ სარგსიანის თითის ანაბეჭდები და მას ბიულეტენი გადასცეს. სარგსიანმა ჟურნალისტებთან გასაუბრებაზე უარი თქვა. დასმული კითხვები ძირითადად მისი ნათესავების სისხლის სამართლის საქმეებსა და 2008 წლის 1 მარტის მოვლენებს ეხებოდა.