22 იანვარს სომხეთის სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე არსენ ნიკოღოსიანის ხელმძღვანელობით ეროვნული ასამბლეის ყოფილი დეპუტატის, გენერალ მანველ გრიგორიანისათვის აღმკვეთი ღონისძიების, კერძოდ , დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლო უკვე ერთი კვირაა, რაც პროკურატურისა და ადვოკატების სარჩელებს იხილავს მანველ გრიგორინაის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებისა და წინასწარ პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს მანველ გრიგორიანი 25 მილიონი სომხური დრამის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 16 ივნისს სომხეთის სუს-ის ინფორმაციით, მანველ გრიგორიანის საზაფხულო აგარაკზე სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი, ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური და სამედიცინო ნივთები, ასევე რეტრო კლასის და ათეულობით თანამედროვე მანქანა აღმოაჩინეს. დეპუტატის სახლში ასევე მიაკვლიეს აპრილის ოთხდღიანი ომის დროს არმიისთვის განკუთვნილი ჯიპები და სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც შეიარაღებულ ძალებს რუსეთის სომხური თემის წარმომადგენლებმა გადასცეს. გრიგორიანის აგარაკზე ასევე აღმოაჩინეს ცხოველები, რომლებიც ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს, მათივე დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით.