საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის ოპოზიციური “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ Facebook- ის გვერდზე, სომხეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და ხელისუფლებას დემონსტრანტებთან დიალოგისკენ მოუწოდა.
“საერთოდაც, ნაკლებად მოუსმინეთ და მიბაძეთ მოსკოვს და იყავით უფრო ახლოს საკუთარ მოქალაქეებთან, ამით თქვენ მხოლოდ მოიგებთ,” – მიმართავს სომხეთის ხელისუფლებას სააკაშვილი.
“ძალიან ვღელავ სომხეთში მშვიდობისა და ამ ნიჭიერი და საყვარელი ადამიანების მომავალზე. მოვუწოდებ სომხეთის ხელისუფლებაში ჩემს მეგობრებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ დიალოგი დემონსტრანტებთან და მოუსმინონ მათ. საერთოდაც, ნაკლებად მოუსმინეთ და მიბაძეთ მოსკოვს და იყავით უფრო ახლოს საკუთარ მოქალაქეებთან, ამით თქვენ მხოლოდ მოიგებთ,” – წერს სააკაშვილი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021