Latest posts by Aliq Media (see all)
Euronews- ის ინფორმაციით, გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერები, სადაც რუსმა პრანკერებმა ვლადიმერ კუზნეცოვმა და ალექსეი სტოლიაროვმა, რომლებიც ცნობილები არიან როგორც ვოვანი და ლექსუსი, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის სომხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშნიანის სახელით დაურეკეს.
10 და 12 წუთიანი ჩანაწერი, სავარაუდოდ, მაისში არის გაკეთებული, მაშინ როდესაც ფაშინიანი პრემიერად აირჩიეს.
ევრონიუსის მიხედვით, „სატელეფონო ხულიგნობა“ ევროკომისიის პრეზიდენტთან 9 მაისს განხორციელდა, სადაც ის ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრაპმის გადაწვეტილებას „ირანის ატომური შეთანხმების“ დატოვებასთან დაკავშირებით „შეცდომას” უწოდებს.
„ეს არის ჩვენი შეშფოთების საგანი და პირადად ჩემი, რადგან ვფიქრობ, ეს მთავარი შეცდომაა რომელიც ტრამპმა გუშინ ღამით დაუშვა,“ ამბობს იუნკერი.
“ჩვენ, როგორც ევროპელები, დამოკიდებულები ვართ ირანის შეთანხმებაზე. საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და სხვები, მათ შორის ევროკავშირიც, ჩვენ მიბმული ვართ ამ შეთანხმებას და არ გვსურს რეგიონის დესტაბილიზაცია. და, თქვენ როგორც ირანის მეზობელი, მაღალი ინტერესი გაქვთ მთელი რეგიონის სტაბილურობის და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.”
სტოლიაროვი, რომელიც თავს აჩვენებდა, რომ თითქოს ფაშინიანი იყო, ამბობს რომ სომხეთი აშშ-ისგან ზეწოლას განიცდის და სთხოვს ევროკავშირს მედიატორის როლი შეასრულოს.
როდესაც სტოლიაროვმა თქვა, რომ მისი პოლიტიკური პარტია [ამ შემთხვევაში, ფაშინიანის] “რუსეთის წინააღმდეგობის გაწევას” განიცდიდა, იუნკერმა მოუწოდა მას კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ პუტინის მთავრობასთან.
„რაც შეეხება რუსეთს ჩვენ არ გთხოვთ, რუსეთთან ურთერთთობის გაწყვეტას. მნიშვნელოვანია თქვენი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, მგონი 14 მაისს არის დანიშნული, რაც ძალიან კარგია. ეს ძალიან კარგია. ის პირადად ჩემი მეგობარია და შემიძლია ვესაუბრო მას, როდესაც საჭიროა,“იუნკერმა განაცხადა საუბარში.
ამ ორმა ასევე ისაუბრა, იუნკერის სომხური მუსიკის სიყვარულზე, სტოლიაროვმა აღნიშნა, რომ მუსიკა რომელიც ფონად ისმოდა, როკ ჯგუფ System of a Down-ს ეკუთვნის, რომლის სოლისტი სომეხი-ამერიკელია. სტოლიაროვმა საუბარი იმით დაასრულა, რომ „კარდაშიანების გუნდი“ საგარეო საქმეთა სამინისტროში იმუშავებენ“, რაზეც იუნკერმა უპასუხა: „ოჰ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.“
რაც შეეხება საუბარს მოგერინისთან, სტოლიაროვის შეშფოთებაზე, მეზობლების მხრიდან ზეწოლაზე, როგორიცაა თურქეთი და აზერბაიჯანი, ასევე რუსეთი, მოგერინიმ უპასუხა, რომ „სომხეთს შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს.“
„სამწუხაროდ, თქვენ არ ცხოვრობთ მარტივ გარემოცვაში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უდავოდ ჩვენი იმედი გქონდეთ. მართალია, რომ რთული რეგიონია და თქვენ ხართ სხვადასხვა სახის ზეწოლის და გამოწვევების პირისპირ, თუმცა დარწმუნებული ვარ უნდა იყოს გზა, ამ დაძაბულობის შესარბილებლად და თანამშრომლობის მიდგომების საპოვნელად. ყოველთვის გქონდეთ ჩვენი იმედი , დისკუსიებისთვის და გამოსავლის საპოვნელად და ძალიან ახლო თანამშრომლობის გასავითარებლად,“ აღნიშნა მოგერინიმ.
ევრონიუსის მიხედვით, არცერთმა ევროპელი მაღალჩინოსნის პრესსამსახურმა არ უარყო ჩანაწერების აუთენტურობა.
იუნკერის პრესპიკერმა თქვა: „პრეზიდენტს უყვარს სომხეთი. ვინც უნდა ურეკავდეს მას, თუნდაც ევროპულ ოფიციალურ უქმეებზე, ის მოხარულია მასთან მუსიკასა და სამზარეულოზე ისაუბროს.“
მოგერინის პრესსამსახურმა კი წერილობით განაცხადა: „ ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს სომხეთის ხელისუფლებასთან. უმაღლესი წარმოამდგენელი საგარეო საკითხებში ახლახანს შეხვდა სომხეთის პრემიერ ფაშნიანს ნატოს სამიტზე, გასულ კვირას.“
ვინ არიან პრანკერები?
პრანკერები არიან “ხულიგნები”, რომლებიც ადამიანებს ურეკავენ (ძირითადად, ანონიმურად ან ვინმეს სახელით), რომ ისინი გაათამაშონ და საპასუხო რეაქციაზე წამოაგონ. ხშირად ასეთი საუბრები იწერება და შემდეგ ინტერნეტში ვრცელდება.
პრანკერების მსხვერპლი სხვადასხვა დროს გამხადარან ჟაკ შირაკი, ნიკოლა სარკოზი, სეგოლენ რუაიალი, უგო ჩავესი, ფიდელ კასტრო, ევო მორალესი, ელისაბედ მეორე, ელტონ ჯონი, ქსენია სობჩაკი, იგორ კოლომოისკი, ალექსანდრ ლუკაშენკო, პეტრო პოროშენკო.
რუსული პრანკი
ვოვანი და ლექსუსი ყველაზე ცნობილი რუსი პრანკერები არიან. უკვე რამდენიმე წელია ისინი ტელეფონით “ეხუმრებიან” ვარსკვლავებს, პოლიტიკოსებს და პრეზიდენტებსაც. მათ პრანკი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილად აქციეს, თანაც მათი “ხულიგნობა” ყოველთვის რუსეთის ხელისუფლების ინტერესებშია. ამიტომ ვოვანის და ლექსუსის “საქმიანობას” რუსული სპეცსამსახურების პროექტის ნაწილად მიიჩნევენ.
თუმცა, თავად ვოვანი და ლექსუსი კატეგორიულად უარყოფენ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირს, მაგრამ აცხადებენ, რომ მოქმედებენ რუსეთის ინტერესებისთვის.