რუსეთში ორგანიზაცია “ლევადა-ცენტრმა” 24-30 მაისს ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა იმის გასარკვევად რამდენად ინფორმირებულები არიან რუსეთის მოქალაქეები სომხეთში 2018 წლის აპრილ-მაისში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, ხავერდოვან რევოლუციაზე. კვლევა ჩატარდა 18 წელზე უფროსს, 1600 მოქალაქეს შორის რუსეთის 136 ქალაქში.
გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა, რომ არაფერი სმენია სომხეთში მომხდარ სამოქალაქო მოძრაობებზე, 39%-მა აღნიშნა, რომ გარკვეულ ინფორმაციას ფლობს საპროტესტო აქციების შესახებ და მხოლოდ 12%-მა დაადასტურა, რომ საკმაოდ ჩართული იყო ამ ამბებში.
გამოკითხვის შედეგად ასევე გაირკვა, რომ რუსეთის მოქალაქეების 58 პროცენტს საერთოდ ინტერესი არ გააჩნდათ სომხეთში განვითარებული მოვლენების მიმართ, 10% მხარს უჭერდა აქტივისტებს, ხოლო 2%- ს “შურდა”სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის, და ისურვებდა რუსეთშიც მსგავსი მოვლენები მომხდარიყო. თუმცა, კვლევის შედეგების მიხედვით, 40%-ის აზრით მსგავსი მოვლენები რუსეთში ვერ განვითარდება.