რუსეთის უწყებათაშორისი დელეგაცია სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვევა

რუსეთის ფედერაციის უწყებათაშორისი დელეგაცია ხვალ სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, იუწყება TASS.

დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ასევე რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი და ეკონომიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი არიან.

სომხეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, დელეგაცია გაემგზავრება ბაქოში.