სტატიაში წერია – როდესაც აპრილის დასაწყისში დაირღვა ცეცხლის შეჩერების შეთანხმება, რასაც შეეძლო მივეყვანეთ სრულყოფილ ომამდე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა შეძლო სიტუაციის მოგვარება. მან ხელი შეუწყო ცეცხლის შეჩერების შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმებას. tert.am იტყობინება, რომ ანალიტიკოსთა აზრით, მოსკოვს მსგავსი ნაბიჯი რეგიონში გავლენის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.
გამომცემლობა ყურადღებას ამახვილებს სისწრაფეზე, რომლითაც რუსეთმა მოახერხა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება სიტუაციის ესკალაციიდან რამოდენიმე დღეში. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერეგეი ლავროვი ბაქოსა და ერევანს ეწვიენ.
მოსკოვის დიპლომატიურმა აქტუიურმა მოქმედებებმა დაჩრდილა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის საქმიანობა, – აღნიშნავს The Financial Times
The Financial Times-ში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ არ ჩქარობს, კონფლიქტის დასარეგულირებლად, ძალისხმევა გამოიჩინოს. მაღალი თანამდებობის მქონე წყაროს თანახმად, აშშ-ს სადაზვერვო სატელიტებიც კი არ ადევნებენ თვალყურს მთიან ყარაბღში ვითარებას, რადგან ისინი სირიასა და უკრაინაშია გაგზავნილი.
ფოტო:journalism.co.uk