Latest posts by Aliq Media (see all)
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 2016 წლის შემაჯამებელი პრეს-კონფერენციაზე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.
„წინა წელი დაგვამახსოვრდა სისხლისმღვრელი მოვლენებით მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორ ფიქრობთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანტი-ტერორისტული ოპერაციის დაწყების, საოკუპაციო ძალებისა და სხვა კრიმინალური ელემენტების წმენდის შემთხვევაში როგორი პოზიცია ექნება რუსეთს, დახუჭავს თუ არა რუსეთი ამაზე თვალს? ჩაერევა თუ არა აზერბაიჯანის საშინაო პოლიტიკაში?
ლავროვის მიხედვით, ყარაბაღის კონფლიქტი არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის საშინაო პოლიტიკის საკითხი.
„ეს უკვე არ არის რამე აბსტრაქტული და ეს არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის საშინაო პოლიტიკის საკითხი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა კონფლიქტის ყველაზე მწვავე პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, რომელიც მოითხოვდა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, თუ დაინტერესებული ხართ, შეგიძლიათ მიმართოთ არქივებს და ნახოთ ის, თუ როგორ ხორციელდებოდა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ვის მიერ იყო დაცული და ვის მიერ დარღვეული. იმის შემდეგ რაც ეუთოსა და რუსეთის შუამავლობით შედგა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ძალაში რჩება მოთხოვნა იმის შესახებ, რომ განთავისუფლდეს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა განხორციელდეს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით და მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრით. ეს ჩაწერილია იმ საბუთებში, რომლებიც შემუშავდა ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ მის თანათავჯდომერე რუსეთთან, საფრანგეთსა და აშშ-სთან ერთად, ეს განმტკიცებულია მრავალ განცხადებაში, რომლებიც მიღებულია თანათავმჯდომარეთა მხრიდან ასევე იმ განცხადებებსა და საბუთებში, რომლებიც მიღებული და ხელმოწერილი იქნა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ.
კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება ზემოაღნიშნულ საბუთებში ჩაწერილია არაორაზროვნად.
ის რომ 2016 წლის აპრილში მოხდა სისხლისმღვრელი მოვლენები, ეს იწვევს ღრმა შეშფოთებას. სისხლლისმღვრელი მოვლენების გაჩერებაში რუსეთს ჰქონდა გადამწყვეტი როლი. ჩვენ ვენაში შეხვედრებზე მოვილაპარაკეთ სარგსიანსა და ალიევთან, ხოლო შემდეგ პრეზიდენტი პუტინი წინა წლის ივნისში მათ მოელაპარაკა პეტერბურგში იმის შესახებ, რომ ორმხრივი დადანაშაულების გათვალისწინებით აუცილებელია ინციდენტების გამოძიებისთვის მექანიზმების , გამყოფ ხაზზე ეუთო-ს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა. ხსენებული ვერ ხორციელდება, რადგან არ არის კონსენსუსი ეუთოში. კონსენსუსის არარსებობის თაობაზე ასევე შეგიძლიათ დაინტერესდეთ ორგანიზაციაში“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მიმნისტრმა, სერგეი ლავროვმა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამედიაროვი გამოეხმაურა ლავროვის იმ განცხადებას, რომ ყარაბაღის კონფლიქტი არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის საშინაო პოლიტიკის საკითხი.
„ბაქო აფასებს რუსეთის ძალისხმევას 2016 წლის 5 აპრილს სამხედრო მოქმედებების შეჩერების საკითხში, თუმცა აპრილში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ რუსეთმა, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და მეზობელმა ქვეყანამ , უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს კონფლიქტის სწრაფი დარეგულირებისთვის“.
მამედიაროვმა ასევე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ „თუ რუსეთი სერიოზულობით მოეკიდება საკითხს, სტატუს ქვო შეიცვლება, რეგიონში აღდგება სტაბილურობა და უზრუნველყოფილი იქნება სომხური ჯარების გაყვანა“.