რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.
ვლადიმერ პუტინმა აქვე აღნიშნა, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები ემყარება მეგობრულ ტრადიციებსა და ურთიერთპატივისცემას. აქვე დამატებით ითქვა, რომ ორმა ქვეყანამ საკმაო გამოცდილება მიიღო ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში.
“ვფიქრობ, რომ დიალოგი და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაამყარებს რუსულ-სომხურ სამოკავშირეო ურთიერთობებს და ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციულ პროცესებს. ზემოხსენებული ეთანხმება ჩვენი მოძმე ერების საერთო ინტერესებს” – აღნიშნა პუტინმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021