რუსეთის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე უცვლელი რჩება – რუსეთის ელჩი

სომხეთში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანმა ელჩმა სერგეი კოპირკინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე უცვლელი რჩება და დასძინა, რომ რუსეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოქმედებს.

„ჩვენ ვიზიარებთ იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივა არ არსებობს. კონფლიქტი ორივე მხრის თანხმობით უნდა მოგვარდეს. ჩვენი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია, მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის წინაპირობების შექმნა.”, – განაცხადა ელჩმა.

tert.am