რუსეთის ბანკი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან შეთანხმდა გაცვალონ ინფორმაცია ფინანსურ-საკრედიტო სფეროს საინფრომაციო უსაფრთხოების საფრთხეების შესახებ.
საინფრომაციო სააგენტო RNS , რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, თავის მხრივ ეყრდნობა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის არტიომ სიჩოვის განცხადებას.
“ცენტრალური ბანკების ყველა ხელმძღვანელი შეთანხმდა ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობაზე. ჩვენ ახლა დაკავებულები ვართ ამ საკითხის ორგანიზების საქმეებით”-აღნიშნა სიჩოვმა.
ახლო მომავალში შესაძლოა ხელი მოეწეროს მრავალმხრივ შეთამხმებას სომხეთის, ბელორუსიის და ყაზახეთის ფინანსურ მარეგულირებლებთან. საკითხი როგორ მოხდება ტექნიკურად ინფომრაციის გაცვლა ჯერ განიხილება.