რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ

რუსეთის ინიციატივით მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა, ელმარ მამედიაროვმა და ზოჰრაბ მნაცაკანიანმა, საზღვრებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე განიხილეს ჰუმანიტარული სფეროში თანამშრომლობის დამყარების პერსპექტივები. მინისტრებმა კონფლიქტის მოგვარების ფუნდამენტურ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს.

შეხვედრას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც შეუერთდნენ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარეების განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში პოლიტიკურ და დიპლომატიურ საშუალებებით.